7 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ვორკშოპი „პროტესტის აფექტი: საქართველოს ანტიავტორიტარული წინააღმდეგობა და ბრძოლა დემოკრატიისთვის“. ღონისძიებამ თავი მოუყარა ადგილობრივ და საერთაშორისო მკვლევრებს, რათა განეხილათ საქართველოში მიმდინარე პროტესტების აფექტური განზომილებები.

მონაწილეებს შორის იყვნენ გორქემ აიდემირ-კუნდაქჩი (KU Leuven), მარტინ დემანტ ფრედერიქსენი (ორჰუსის უნივერსიტეტი), კატრინე ბენდტსენ გოტფრედსენი (მალმოს უნივერსიტეტი), სტივენ ჯონსი (ჰარვარდის უნივერსიტეტი), მარიამ კალანდაძე (LSE), პოლ მენინგი (ტრენტის უნივერსიტეტი), ლაურა მაფიცოლი (ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემია),  თინათინ ხომერიკი (ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია), თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები: ნუცა ბათიაშვილი, ნინო ჟღენტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: მარიამ დარჩიაშვილი, ქეთევან გურჩიანი, თამთა ხალვაში, ფლორიან მიულფრიდი, ლუკა ნახუცრიშვილი.

ვორკშოპი დასრულდა დისკუსიით. დაიგეგმა შერჩეული ნაშრომების შემდგომი დამუშავება და ჟურნალის Cultural Anthropology  სპეციალურ ნომერში გამოქვეყნება.

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია