11-დან 12 ნოემბრის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სემინარი თემაზე “დაკვირვება მასობრივ მიგრაციაზე: დაძაბულობა და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში ახლად შექმნილ საზოგადოებებს შორის, სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ”.
სემინარი მიზნად ისახავს გახსნას დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენს ომის შემდგომი მიგრაცია საზოგადოებაზე, პოლიტიკასა და ადგილებზე, როგორც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში, ასევე სომხეთსა და ცენტრალურ აზიაში.
სემინარის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 01.08.2023.