26 მარტს, პარასკევს, 17:00 საათზე, კვლევითი პროექტი„სუროგაცია როგორც ქსელური ფენომენი” (ხელმძღვანელი ელენე გავაშელიშვილი) და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა გიწვევენ დანიელა ბანდელის მოხსენებაზე: „დებატები გესტაციური სუროგაციის ირგვლივ. რეპროდუქციული თავისუფლება, ქალის ექსპლუატაცია და ბავშვი”.

ონლაინმოხსენება ინგლისურ ენაზე გაიმართება.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ მიმართოთ ქეთევან გურჩიანს ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge.

მომხსენებელის შესახებ

დანიელა ბანდელი სოციოლოგიის ლექტორია რომის უნივერსიტეტში LUMSA. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს დამხმარე რეპროდუქციას, ოჯახში ძალადობასა და ფემინიზმს. როგორც მარი-სკლოდოვსკა კიურის სტიპენდიატი და ტეხასის უნივერსიტეტის მოწვეული მეცნიერი, იგი მონაწილეობს პროექტში „ქალთა მოძრაობები და გესტაციური სუროგაცია“ (WoMoGeS), რომლის საველე კვლევებიც ჩატარდა მექსიკაში, შეერთებულ შტატებსა და იტალიაში (იხ. www.womoges.wordpress.com). მისი ბოლო პუბლიკაცია: Bandelli & Corradi (eds.) Surrogacy making inroads. Motherhood and reproductive work in discourses and social contexts. Current Sociology Monographs, vol. 69, n.2., 2021

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია