28 აპრილს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ანთროპოლოგიური სემინარებისა და გენდერის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ტამპერის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბაიან არური წაიკითხავს მოხსენებას „დეკოლონიური პერსპექტივები: იორდანიაში სირიელი ლტოლვილები და მშვიდობის გადააზრების მცდელობა“ Bayan Arouri “Towards Decolonial Perspectives: Rethinking Peace within Syrian Refugee Communities in Jordan
მომხსენებლის შესახებ
ბაიან არური ტამპერის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტისა და ტამპერის უნივერსიტეტის დოქტორანტია. მან იორდანიაში დაასრულა ადამიანის უფლებებისა და განვითარების სამაგისტრო პროგრამა. სადისერტაციო კვლევის ძირითადი თემაა ყოველდღიური ძალადობისა და მშვიდობის ფორმები, რომელთაც იორდანიაში სირიელ ლტოლვილებს შორის შეისწავლის დეკოლონიური პერსპექტივიდან.
მისი კვლევის ინტერესებია: ლტოლვილებისა და გენდერის კვლევები შუა აღმოსავლეთში, ეთნოგრაფია, აგენტობა, დე/პოსტკოლონიური ფემინიზმი, ინტერსექციურობა, იძულებითი გადაადგილება და კრიტიკული განვითარება.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 28 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი