16 აპრილს, პარასკევს, კვლევითი პროექტი: თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ დომინიკ გუტმაირს მოხსენებით: “Camera Caucasica. Global Networks of Photographic Practices in the Transimperial Caucasus”.

დომინიკ გუტმაირიგრაცის უნივერსიტეტის ისტორიის ინსტიტუტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისა და ანთროპოლოგიის განყოფილების ასისტენტ-პროფესორია. ამჟამად ხელმძღვანელობს H2020 პროექტს „ცოდნის გაცვლა და აკადემიური კულტურები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ევროპა და შავი ზღვის რეგიონი”( www.blacksearegion.eu). მისი კვლევა მოიცავს ვიზუალურ კულტურებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთის იმპერიაში, განსაკუთრებული ინტერესის სფეროს კი წარმოადგენს კავკასიის ფართო რეგიონში ფოტოგრაფიის კომპლექსური ისტორია.
ვებინარზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ქეთევან გურჩიანს: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია