28 აპრილს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით ჩიკაგოს უნივერსიტეტის დოქტორანტი ბენჯამინ არენსტაინი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „პოეზიის კითხვასა და კითხვის პოეზიაზე: ლენინგრადისა და ლიეტუვის საბჭოთა ებრაული იატაკქვეშეთის ლიტერატურული ცხოვრება“.
მომხსენებელი განიხილავს პოეზიის პოლიტიკურ მნიშვნელობას ებრაელი იატაკქვეშა აქტივისტებისთვის 1980-იანი წლების ლენინგრადსა და ლიეტუვაში. არაოფიციალურ სამიზდატურ (თვითგამოცემულ) ჟურნალზე “LEA” (ლენინგრადის ებრაული ალმანახი) ფოკუსირებით ბენჯამინ არენსტაინი იმ საბჭოთა ებრაელების პოეტურ წარმოსახვას იკვლევს, რომლებიც სსრკ-დან ემიგრაციას ცდილობდნენ.
ჟურნალის რედაქტორებსა და მკითხველებზე დაყრდნობით გამოიკვეთება, რომ პოეზიას საბჭოთა იატაკქვეშა პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აღიქვამდნენ, თუმცა, ამავდროულად, მას მცირე გავლენა ჰქონდა მკითხველთა პოლიტიკურ შეხედულებებსა და პრაქტიკაზე. იური კოლკერის, რიმა ზაპესოცკაიასა და ლეონიდ არონზონის ტექსტების სიღრმისეული ანალიზისა და ჟურნალის მკითხველებთან ანთროპოლოგიური მუშაობის საფუძველზე მომხსენებელი ისაუბრებს ამ პარადოქსულ ლიტერატურულ იდიომასა და მის მნიშვნელობაზე.
მომხსენებლის შესახებ
ბენჯამინ არენსტაინი ჩიკაგოს უნივერსიტეტის დოქტორანტია, რომელიც ერთობლივ ხარისხს იცავს სლავური ენებისა და ლიტერატურის, ასევე ახლო აღმოსავლეთის კვლევების მიმართულებით. მისი სადისერტაციო პროექტი გვიანდელ საბჭოთა კავშირში პოეზიისა და ებრაული ნაციონალიზმის თავისებურებებს შეისწავლის. სადისერტაციო ნაშრომის პარალელურად იგი ელისევა ბიხოვსკის (1888-1949) მიერ თარგმნილი ლექსების ხელნაწერზე მუშაობს.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 28 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2026