სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა, დოქტორანტი
სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები
ფინანსების ანთროპოლოგია, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევები (STS), ექსპერტული ინსტიტუტებისა და დოკუმენტების ეთნოგრაფია, მდგრადი დაფინანსების პოლიტიკური და აფექტური განზომილებები, პოლიტიკური ანთროპოლოგია, მწვანე სამართლიანი ტრანზიცია, ეკოფემინიზმი.
ელექტრონული ფოსტა: elene.nikuradze@iliauni.edu.ge
ელენე ნიკურაძემ 2012 წელს მიიღო საერთაშორისო შავი ზღვის ეკონიმიკური ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი, 2017 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გარემოსდაცვითი მართვისა და პოლიტიკის სამაგისტრო ხარისხი და 2021 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი ეკონომიკის სამაგისტრო ხარისხი. 2019 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მუშაობდა წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის საერთაშორისო პროექტებში, ხოლო 2022 წლის სექტემბრიდან მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. ელენე არის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტზე.