სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტი
სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები
საკონტაქტო ინფორმაცია
ელექტრონული ფოსტა: ilia.chanturia.1@iliauni.edu.ge
ბიოგრაფია
2022 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ბაკალავრი, 2024 წელს კი – ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრი. ამჟამად მისი სადოქტორო კვლევა ეხება ქართველ ქალთა შრომას ტექსტილის ინდუსტრიაში და სასაქონლო ჯაჭვს.
2022 წლიდან არის მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრი, მოძრაობა აორგანიზებს სტუდენტებს კლასობრივი საკითხების გარშემო: საცხოვრებელი, უფასო განათლება, მეცნიერება, შრომა, ეკონომიკური ემანსიპაცია.
წერს მოთხრობებს, ნოველებსა და წერილებს მხატვრულ ლიტერატურაზე. მისი ტექსტები დაბეჭდილია ლიტერატურულ პერიოდიკაში.
2019 წელს გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა მისი სადებიუტო პროზაული კრებული „ნინოშვილის 25“.
2021 წელს კი გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა მისი რომანი, „გემი დავლანდე“.
პუბლიკაციები