ბიოგრაფია:
თამთა მიქელაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და ლექციების ციკლს კითხულობს სამართლის თეორიაში, ადამიანის უფლებათა სამართალსა და რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარიზმის საკითხებში. ის ადამიანის უფლებებსა და სოციალური სამართლიანობის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC) ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრია და ხელმძღვანელობს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამას, რომელიც არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების გარიყულობის, ქალთა და ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვის, ასევე კონფლიქტის რეგიონებში პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობს. პროგრამის სამუშაო ინსტრუმენტებია: კვლევა, კრიტიკული ცოდნის წარმოების ხელშეწყობა, ადვოკატირება, სტრატეგიული სამართალწარმოება. მისი, როგორც პროგრამის დირექტორის, უშუალო ვალდებულებაა პროგრამის სტარტეგიულ განვითარებაზე, ხედვასა და დღის წესრიგზე მუშაობა, ფინანსური რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა, პროგრამის თანამშრომლების საქმიანობის შინაარსობრივი და სტრატეგიული მხარდაჭერა და კოორდინირება.
პროფესიული გამოცდილება:
- 2015- დღემდე: ასოცირებული პროფესორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- 2009-2013: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი და ადამიანის უფლებათა მკვლევარი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში;
- 2009: მრჩეველი – ეროვნული უშიშროების საბჭოში;
- 2005-2009: მრჩეველი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში.
განათლება:
- 2006-2008: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, საჯარო სამართლის მაგისტრი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- 2002- 2006: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ბაკალავრი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პუბლიკაციები:
- რელიგია, პოლიტიკა და სოციალური კონტექსტები – კვლევების, ანგარიშებისა და სტატიების კრებული, 2020 წელი – კვლევითი პროექტის ხელმძღანელი;
- იდენტობის პრობლემატიკა ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებში და მისი პოლიტიკური და სოციალური განზომილებები, 2018 წელი – კვლევითი პროექტის კოორდინატორი,
- უსაფრთხოების მზერის ქვეშ: ისტორია, პოლიტიკა და რელიგია პანკისის ხეობაში, 2018 წელი – კვლევითი პროექტის კოორდინატორი;
- რეპრესია საზღვრებს მიღმა: აზერბაიჯანიდან დევნილი მოქალაქეები საქართველოში, 2017 წელი – ანგარიშის კოორდინატორი საქართველოში;
- სახალხო დამცველი, როგორც თანასწორობის მექანიზმი, 2017 წელი – კვლევის ხელმძღვანელი და თანაავტორი;
- რელიგიის თავისუფლება – სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა, 2017 წელი – კვლევის ხელმძღვანელი და თანაავტორი;
- არაღიარება, უმოქმედობა და რეპრესია საცხოვრებლის სანაცვლოდ, თბილისში, სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილი სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების უფლებრივი მდგომარეობისა და სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი, 2014 წელი – კვლევის ხელმძღვანელი და თანაავტორი;
- სეკულარიზმის კრიზისი და ლოიალობა დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ (სახელმწიფოს როლი 2012-2013 წლებში საქართველოში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების მოგვარებაში), 2013 წელი – კვლევის ხელმძღვანელი და ავტორი;
- 26 მაისის აქციის დაშლის დროს და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი, 2011 წელი – ანგარიშის ხელმძღვანელი და თანაავტორი.
სალექციო კურსები:
- შესავალი სამართალმცოდნეობაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2015 წლიდან დღემდე – საბაკალავრო პროგრამა;
- ადამიანის უფლებათა სამართალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2015 წლიდან დღემდე – საბაკალავრო პროგრამა;
- რელიგიის თავისუფლება და სეკულარიზმი – სამართლებრივი პერსპექტივები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2017 წლიდან დღემდე – სამაგისტრო პროგრამა.