21 აპრილს, 17:00 საათზე, მკვლევარი მეთიუ ბლექბერნი სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის გამართავს შეხვედრას თემაზე: „გადარჩენა“ პოსტსადოქტორო აკადემიაში: საკვლევი გეგმა, საპროექტო წინადადება და პუბლიკაცია.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტურის სტუდენტები დგანან, იმაში მდგომარეობს, რომ ერთი მხრივ, მათ მნიშვნელოვანი და ორიგინალური კვლევის განხორციელება უწევთ, მეორე მხრივ კი – პოსტსადოქტორო კარიერის დაგეგმვა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სადოქტორო სკოლის ტრენინგი და მხარდამჭერი ღონისძიება განსხვავებულია, მათ შორის მსგავსება ისაა, რომ არ არსებობს უნივერსალური რჩევა, თუ როგორ „გადარჩე“ პოსტსადოქტორო აკადემიურ სივრცეში.
შემოთავაზებული სემინარის ფარგლებში გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და ვიმსჯელებთ სამ მნიშვნელოვან ელემენტზე, ესენია: (1) იმ ტიპის საკვლევი გეგმის შექმნა, რომელიც რელევანტური უნდა იყოს შესარჩევი კომისიისთვის; (2) კვლევითი წინადადების წერა და თითოეული აპლიკაციის შესაბამისად ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე; (3) პუბლიკაციის სტრატეგიები სადოქტორო საფეხურის ბოლო წელს და შემდგომ პერიოდში.
ინტერაქციული სემინარის მიზანია პრაქტიკული რჩევების გაზიარება იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტრატეგიის გამოყენებითაა შესაძლებელი სამომავლო აკადემიური კარიერის დაგეგმვა.
ბიოგრაფია
მეთიუ ბლექბერნი არის მოწვეული მკვლევარი ვარშავას უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტში და მკვლევარი უფსალას უნივერსიტეტის რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტში. მისი კვლევა ფოკუსირდება პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე, მეხსიერების პოლიტიკაზე, ნაციონალიზმსა და იდენტობის პოლიტიკაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში.
დრო: 21 აპრილი,17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A103 აუდიტორია