სოციოკულტურული ანთროპოლოგიის პროგრამის ქართველი დოქტორანტებისთვის ორგანიზატორები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქეთევან ხუციშვილი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფლორიან მიულფრიდი)
დრო: 2021 წლის მაისი, პარასკევი და კვირა
მონაწილეები: საქართველოს უნივერსიტეტების სოციოკულტურული ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტები

მოკლე აღწერა:

კონფერენცია ეწყობა სოციოკულტურული ანთროპოლოგიის მიმართულების ქართველი დოქტორანტებისთვის, რომლებიც კავკასიაში ატარებენ საველე სამუშაოს. ღონისძიება დოქტორანტებს უპირველესად თავიანთ მოხსენებებზე სხვა დოქტორანტებისა და უფროსი კოლეგების მოსაზრებების გაცნობის საშუალებას მისცემს. სხვა მონაწილეების პროექტების განხილვა კი ახალგაზრდა მკვლევრებს ურთიერთობის დამყარებასა და საკუთარი ნაშრომების ფართო კვლევით კონტექსტში დანახვაში დაეხმარება. ამასთან კონფერენციის მონაწილენი იმსჯელებენ საველე მუშაობის მეთოდოლოგიაზე,  შეადარებენ სხვადასხვა მეთოდოლოგიურ მიდგომას და მიიღებენ უკუკავშირს გამოცდილი კოლეგებისგან. დაბოლოს: კონფერენციაზე განიხილება კავკასიაში საველე მუშაობის თავისებურებები, როგორც რეგიონის, ისე ,,შინ’’ მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით, რადგან სოციოკულტურული ანთროპოლოგიის მიმართულების თითქმის ყველა ქართველი დოქტორანტი საველე სამუშაოს საქართველოში ან (იშვიათად) სამხრეთ კავკასიაში ატარებს.

კონფერენციაზე, სავარაუდოდ, 10-15 დოქტორანტი წარდგება. თითოეული მათგანის სადოქტორო მოხსენება (შეკითხვების ჩათვლით) დაახლოებით 1.5 საათსგაგრძელდება. სესიებს გაუძღვებიან სოციოკულტურული ანთროპოლოგიის სფეროს გამოცდილი მკვლევრები (მათ შორის ორი ორგანიზატორი). გარეშე დისკუსანტი თითოეული სესიის მოხსენებაზე წარმოადგენს კომენტარებს.  ძირითადი გამომსვლელის სტატუსით წარდგება საერთაშორისოდ აღიარებული სოციალური ანთროპოლოგი. კონფერენციის პირველი დღე დაეთმობა ცალკეული დოქტორანტების კვლევითი პროექტების განხილვას, მეორე დღეს კი მოეწყობა მრგვალი მაგიდა, რომლის მონაწილენიც იმსჯელებენ  მეთოდოლოოგიურ, თეორიულსა და წერის საკითხებზე.

კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, კონფერენცია გაიმართებაერთ-ერთი უნივერსიტეტის  შენობაში ან ვირტუალურად.

განაცხადების წარდგენა

განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს ერთ-ერთი უნივერსიტეტის სოციოკულტურული ანთროპოლოგიის, ეთნოლოგიის, ეთნოგრაფიის ან მომიჯნავე მიმართულების დოქტორანტი, რომელიც ატარებს საველე სამუშაოს კავკასიაში. სადოქტორო კვლევითი პროექტის ზოგად მიმოხილვასთან ერთად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო ხელმძღვანელის მოკლე სარეკომენდაციო წერილი.

განაცხადების მიღების ვადაა 2021 წლის 1-ლი იანვარი.

განაცხადი გაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართებზე:

ketevan.khutsishvili@tsu.ge

florian.muehlfried@iliauni.edu.ge.

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია