2 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევის პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე” ფარგლებში ილიაუნის მოწვეული მკვლევარი, დოქტორი ინშა მალიკის წაიკითხავს მოხსენებას „გენდერული პროტესტი და გლოვა: თანამედროვე ფემინისტური პოლიტიკისა და მუსლიმანური სუვერენიტეტის აფექტური ადგილები“.
მომხსენებლის შესახებ
დოქტორი ინშა მალიკი პოლიტიკის მეცნიერებისა და გენდერის კვლევის თეორეტიკოსია. დოქტორის ხარისხი შედარებითი პოლიტიკის მეცნიერებებისა და პოლიტიკის თეორიის განხრით მიღებული აქვს ჯავაჰარლალ ნერუს უნივერსიტეტში. იგი იყო იელის უნივერსიტეტის მკვლევარი, ნორთვესტერნისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი. მუშაობდა ასისტენტ-პროფესორად ავღანეთში მთავრობის დამხობამდე.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს პოლიტიკურ თეორიას, ისლამის ისტორიას, პოლიტიკურ მოძრაობებს, ინტერნეტაქტივიზმსა და გენდერულ კვლევებს კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, განსაკუთრებით საქართველოში, ირანში, ინდოეთში, პაკისტანში, ავღანეთსა და ქაშმირში, სადაც მან იმოგზაურა და ჩაატარა ფართო კვლევები.
ინშას ეთნოგრაფიული კვლევა ქაშმირში, ჩრდილოეთ ინდოეთში, გამოქვეყნდა მონოგრაფიის სახით: monograph Muslim Women, Agency and Resistance Politics: The Case of Kashmir (Palgrave Macmillan, 2019).
ინშა მალიკი ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარია.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 2 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.