18 თებერვალს, 17:00 საათზე (თბილისის დროით) პროექტი „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთა“ (დაფინანსებული რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ) და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა გიწვევთ ნიკოლაოს ოლმას (Leibniz-Zentrum Moderner Orient, ბერლინი) მოხსენებაზე „ხეების ატმოსფერო: მოჩვენებითი ტკივილი და ტაშკენტის ურბანული ბუნების ტრანსფორმაცია“.

მოხსენების მოკლე აღწერა  იხ. აქ (ინგლისურად)

ნიკოლაოს ოლმა პოსტდოქტორანტი მკვლევარია Leibniz-Zentrum Moderner Orient-ში, ბერლინში და ლექტორი ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ინსტიტუტში, გერმანიაში. სადოქტორო დისერტაციაში (კოპენჰაგენი, 2018) მან გამოიკვლია მეხსიერებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის კავშირი ტაშკენტში, უზბეკეთში.
მოხსენება ზუმის პლატფორმაზე, სემინარის მუდმივ ბმულზე გაიმართება. ინფორმაციისთვის მიმართეთ: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია