20 ნოემბერს, 17:00 საათზე, პროექტი „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა გიწვევთ მორიგ კვლევით სემინარზე.
სემინარზე ანთროპოლოგი სუზანე ფელინგსი ისაუბრებს თემაზე „სამეზობლოს“ ანთროპოლოგიური კვლევა, “The Neighbourhood” in Anthropological Research.
მომხსენებლის შესახებ
სუზანე ფელინგსი სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია ფრანკფურტის ფრობენიუსის ინსტიტუტში. მისი კვლევის არეალი მოიცავს ცენტრალურ აზიას, კავკასიასა და ყირიმს. კვლევითი ინტერესებია: ურბანული ანთროპოლოგია, ეკონომიკური ანთროპოლოგია და სახელმწიფოს ანთროპოლოგია.
ვრცელი ბიოგრაფიისთვის: იხ ბმული
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 20 ნოემბერი, 17:00 საათი
სემინარი წარიმართება დისტანციურად (შეხვედრაზე მონაწილეობისთვის გთხოვთ მიმართეთ ქეთევან გურჩიანს ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge)