23 ოქტომბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, პროექტი „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა კვლევითი სემინარების ფარგლებში გიწვევთ ლელა რეხვიაშვილის მოხსენებაზე: „თბილისის ურბანული მობილობის პოლიტიკა გმირთა მოედნის ესტაკადებსა და ჭავჭავაძის შუქნიშნებს შორის“. 

სემინარი გაიმართება ონლაინრეჟიმში. მსურველებმა გთხოვთ მისწეროთ პროფესორ ქეთევან გურჩიანს ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge

ლელა რეხვიაშვილი, პოლიტიკური ეკონომიის დოქტორი, ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარია. იგი იკვლევს პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ურბანულ მობილობას, არაფორმალურ ეკონომიკას, სოციალურ მოძრაობებსა და საჯარო სივრცის გარდაქმნას. ამჟამად ლელა მუშაობს ლაიბნიცის ასოციაციის მიერ დაფინანსებულ პროექტზე: „მობილობის ტრანფორმაციები დეკოლონიურ ჭრილში“.

მეტი ინფორმაცია ლელა რეხვიაშვილის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://leibniz-ifl.de/institut/personen/rekhviashvili-lela

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია