6 ივლისს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის კვლევითი სემინარების ფარგლებში მარუსია ფერი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „კანონიერი ქურდი“, როგორც ამბივალენტური მორალური ჰორიზონტი ქართველი ტრანსნაციონალური ქურდებისთვის“.

მომხსენებლის შესახებ:

მარუსია ფერი ანთროპოლოგია. მან დაიცვა დისერტაცია პარიზში, EHESS, 2018 წელს.
მარუსია ფერი იკვლევდა ქალ ემიგრანტებს საქართველოდან. მისი კვლევა ეხებოდა გენდერული ურთიერთობების გადაწყობას მიგრაციის დროს და პოსტკრიზისულ სამყაროში მორალურ ეკონომიკას. მარუსია ფერის პოსტსადოქტორო კვლევის ძირითადი თემაა ნათესაური კავშირების ეთნოგრაფიული კვლევა და ამ კავშირების ტრანსგრესია საქართველოსა და საფრანგეთში, კერძოდ, მარსელში.

მოხსენება ზუმის პლატფორმაზე სემინარის მუდმივ ბმულზე გაიმართება.

ინფორმაციისთვის მიმართეთ: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge

2022 წელი

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია