24 თებერვალს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში მარბურგის უნივერსიტეტის დოქტორანტი იან ბარტში წარმოადგენს კვლევას „Metabolic Apparatusses in or of the Anthropocene. The Political Ecology of Aquaponics“ („მეტაბოლური აპარატები ურბანული საკვების წარმოებაში. აკვაფონიკის პოლიტიკური ეკოლოგია“).
კვლევის შესახებ
სურსათის წარმოება სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც გლობალური ეკოლოგიური კრიზისების მამოძრავებელი, რამდენადაც მას სჭირდება დიდი ენერგია და, ამავე დროს, ნიადაგს აბინძურებს. მიმდინარე მოვლენებისა და საკვებთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო საკვები პროდუქცია საზოგადოებრივი დებატების საგანი გახდა.
იან ბარტში სადოქტორო პროექტში იკვლევს სოციალურ-ტექნიკურ აპარატებს მეტაბოლური პროცესების მდგრადი პროდუქციისთვის გამოყენების მცდელობით. კვლევის ინტერესია, როგორ გადადის საკვების წარმოება ურბანულ სივრცეში. კვლევის ემპირიული ობიექტია აკვაფონიკა.
საკვების წარმოების ეს ტექნოლოგია ახდენს სხვადასხვა მეტაბოლური პროცესების მობილიზებას საკვების უფრო მდგრადი გზის გამოსამუშავებლად, რომელსაც ნაკლები სივრცე სჭირდება.
მოხსენების აბსტრაქტი და მომხსენებლის ბიოგრაფია იხილეთ აქ.
ფორმატი: ონლაინ, პლატფორმა ზუმის გამოყენებით – კვლევითი სემინარის მუდმივ ბმულზე
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 24 თებერვალი, 17:00 საათი
2023 წელი