6 ნოემბერს, 17.00 საათზე, პროექტი „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა გიწვევთ გიორგი კანკიას მოხსენებაზე: ,,მობილობის სოციალური ინფრასტრუქტურა და სეგრეგაცია“.
გიორგი კანკია ურბანული და რეგიონული გეგმარების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია სტოკჰოლმის უნივერსიტეტში. გიორგიმ მაგისტრის ხარისხი გეოგრაფიის და ქალაქგეგმარების განხრით ესპანეთში, გრანადის უნივერსიტეტში მიიღო. ბოლო 4 წლის განმავლობაში მუშაობს ქალაქგეგმარების პროექტებზე, სივრცითი მონაცემების დამუშავებასა და ანალიზზე. ინფორმაცია გიორგის შესახებ, ისევე, როგორც მისი შესრულებული პროექტები იხ. https://gkankia.xyz/
კვლევითი სემინარი ონლაინ ჩატარდება. მსურველებმა გთხოვთ მისწეროთ პროფესორ ქეთევან გურჩიანს ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge