სუროგაცია როგორც ქსელური ფენომენი (2020-2023)

პროექტის შესახებ:

რეპროდუქციული სფეროს ტექნოლოგიური განვითარება უამრავ ახალ შესაძლებლობას ბადებს, თუმცა, ამავდროულად მრავალ მორალურ, სოციალურ და ლეგალურ დილემებს წარმოქმნის. გლობალური სამედიცინო რეპროდუქციული ტექნოლოგიები გამოწვევადაა ქცეული ისეთი ტრადიციული სქემებისთვის, როგორიცაა ოჯახი, მემკვიდრეობა, ბიოლოგიური მიკუთვნებულობა. განსაკუთრებით დიდი ყურადღების ქვეშაა მოქცეული სუროგაცია და ბიოლოგიური მასალის დონაციის საკითხები. სუროგაცია, როგორც დამხმარე რეპროდუქციული მეთოდი მეოცე საუკუნის მიწურულიდან წარმოადგენს სამეცნიერო საზოგადოების ინტერესის სფეროს (Markens 2007, Pande 2007, , Ragoné 1996, Teman 2010). მოცემული პროექტის ფარგლებში, სუროგაციას განვიხილავთ როგორც ქსელურ ფენომენს, რომელსაც ადამიანები, მატერიალური ობიექტები და ინსტიტუციები ერთობლიობაში ქმნიან (Latour 2005). კვლევის მიზანია სუროგაციასთან და მის მომიჯნავე პრაქტიკებთან დაკავშირებული საკვანძო აქტორების გამოყოფა და მათი ურთიერთმიმართების შესწავლა. პროექტი ძირითადად დაეყრდნობა ეთნოგრაფიულ კვლევას, რომლის მეშვეობითაც მოხდება სუროგაციის პროცესის ორი საკვანძო მხარის: სუროგატი ქალების და პოტენციური მშობლების მოტივების, განცდების, ყოველდღიურობის და ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში განხორციელდება სუროგაციის სააგენტოების და კლინიკების ეთნოგრაფია. კვლევა სხვადასხვა ინსტიტუციური აქტორის მიერ წარმოებული დისკურსის ანალიზის გზით დაგვანახებს, თუ როგორ ახდენს არსებული სოციალური ურთიერთობები, კულტურული ნორმები, სამედიცინო, რელიგიური და იურიდიული რეგულაციები სუროგაციის ფენომენის განსაზღვრას

პროექტთან დაკავშირებული პუბლიკაციები:

Darchiashvili, Mariam, and Elene Gavashelishvili. “Entanglement of the Formal and Informal in Everyday Surrogacy Negotiations: The Case of Georgia.” Studies of Transition States and Societies 15, no. 1 (2023).

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია