პროექტის შესახებ:
პროექტი იკვლევს 2022 წლის სექტემბერში უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციასთან დაკავშირებულ მიგრაციულ ტალღას. პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმის დადგენას: თუ როგორ ხსნიან მიგრანტები მობილიზაციისგან თავის დაღწევის გადაწყვეტილებას? როგორ ხსნიან მობილიზაციას? რამდენად აღიქვამენ ისინი მიგრაციას ინდივიდუალურ, სოციალურ და პოლიტიკურ აქტად? პროექტი აღიარებს, რომ მობილიზაცია ახალი მამოძრავებელი ფაქტორია თანამედროვე ევროპისა და მსოფლიოს მიგრაციის კრიზისში და, შესაბამისად, ის ცალკე აკადემიურ რეფლექსიას მოითხოვს. უფრო მეტიც, 2022 წლის თებერვლიდან, ევროპაში და მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა რუსული დიასპორების რაოდენობის მკაფიო და დინამიური ზრდა, რაც მათი სტატუსისა და როლის გამოკვლევას მოითხოვს. ამიტომ, პროექტი ყურადღებას ამახვილებს მობილიზაციის თანმდევ რუსულ მიგრაციაზე, რათა დადგინდეს, თუ როგორ ჯდება იგი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ დებატებში, რა არის მისი განსაკუთრებული მახასიათებლები და როგორ მოქმედებს მობილიზაცია, როგორც მამოძრავებელი ფაქტორი მიგრაციის არსებულ ლანდშაფტზე. პროექტის ფარგლებში 8 შერჩეულ ქვეყანაში – პოლონეთი, ფინეთი, ესტონეთი, საქართველო, სომხეთი, თურქეთი, ყაზახეთი და მონღოლეთი – პროექტი მიზნად ისახავს ჩავატაროთ სიღრმისეული ინტერვიუები (IDI) სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ იმ პირებთან, რომელებმაც გადაკვეთეს საზღვრები რსუეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდგომ – მიგრანტები/ლტოლვილები/დევნილები/და ის პირები, რომელთაც აქვთ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა რუსეთის მოქალაქეობასთან.
პროექტთან დაკავშირებული პუბლიკაციები:
Darchiashvili, Mariam; Gurchiani, Ketevan, Mishakov, Nikita, Schenk Caress (2024): Local Responses to Russian Migration in Georgia and Kazakhstan, Policy Memos. Ponars, 29.05.2024.
www.ponarseurasia.org/local-responses-to-russian-migration-in-georgia-and-kazakhstan/.
პროექტთან დაკავშირებული ღონისძიებები:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია ვარშავაში.
International Academic Conference
(In)Visible Russian (Anti-)War Migration
March 13-15, 2024, Warsaw