თბილისი სეფიანთა საპარსეთიდან პოსტსოციალიზმამდე (2015-2020)

პროექტის შესახებ:

საქართველოს ამჟამინდელმა დედაქალაქმა თბილისმა, ტურბულენტური ცვლილებები განიცადა თანამედროვე პერიოდამდე, 1795 წლის ნანგრევებიდან ჯერ რუსეთის კავკასიის მე-19 საუკუნის პოლიტიკურ ცენტრამდე და მე-20 საუკუნეში საქართველოს დედაქალაქად ქცევამდე. წინამდებარე პროექტი მიზნად ისახავს ქალაქების იმგვარ გაგებას, რომელიც მათ არსებითად ჰეტეროგენულად და ისტორიულად მრავალფენიან ობიექტებად ხედავსმრავალი ადგილი ერთ ადგილას. ამრიგად, ქალაქები არსებითადმრავალი ობიექტებია“, რომელიც მრავალ წაკითხვას გვთავაზობს. პროექტი თბილისსურბანულ თანაკვეთადაღიქვამს, რომელიც შედგება ადამიანებისა და ადამიანების მიღმა ელემენტების და აქტორების ჰეტეროგენული კავშირებისგან. სწორედ ამ ჰეტეროგენული მატერიალებისგან და აქტორებისგან შედგება და სტაბილიზდებაწარმოსახვითი ქალაქები“: ტრადიციულიშუა აღმოსავლურიქალაქი, კოლონიალიზმის დანაწევრებული ქალაქი, ინფრასტრუქტურის მოდერნისტული ქალაქი, სოციალურადკულტურულიქალაქი და წარსულისა და მომავლის აჩრდილებით შეპყრობილი პოსტსოციალისტური ქალაქი.

გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია