ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან გურჩიანი ფრობენიუსის (ფრანკფურტი, გერმანია) ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი https://bit.ly/3osZVKc გახდა.

ფრობენიუსის ინსტიტუტი ანთროპოლოგიური და ისტორიული კვლევების ინსტიტუტია. დაარსების დღიდან მისი ძირითადი ინტერესი ძირითადად აფრიკა იყო, თუმცა ასევე მოიცავს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, ავსტრალიას, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკასა და ოკეანიას. ბოლო დროს ამ ინსტიტუტის მთავარი ფოკუსია გლობალიზაციის კონტექსტში კულტურული ათვისების პროცესების კვლევა.

ფრობენიუსის ინსტიტუტი, როგორც დამოუკიდებელი დაწესებულება, დაკავშირებულია იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტთან და მჭიდროდ თანამშრომლობს Institut für Ethnologie-თან (ეთნოლოგიის ინსტიტუტთან), ასევე Weltkulturen-ის მუზეუმთან (მსოფლიო კულტურის მუზეუმთან) ქალაქ ფრანკფურტში(მაინზე).

2023 წელი

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია