პროექტი „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა“ (დაფინანსებული რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ) და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა 28 იანვარს, 17:00 საათზე, გიწვევთ მორიგ კვლევით სემინარზე. შეხვედრა ზუმის პლატფორმაზე გაიმართება.
მაქს პლანკის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი საშა როთი წარმოადგენს თავის კვლევას: „რეპრეზენტაციის პოლიტიკა: საცხოვრებელი, ოჯახი და სახელმწიფო ბაქოში“.
მომხსენებელი გაგაცნობთ ახლახან გამოსული მონოგრაფიის მონახაზს, რომელიც ამოსავალ წერტილად იღებს ისეთ ნაკლებად შესწავლილ ფენომენს, როგორიც არის საცხოვრებელი, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სახელმწიფოსა და მოქალაქეების ურთიერთობების აწმყო და წარსული დინამიკის შესწავლისთვის. ეთნოგრაფიული საველე და საარქივო კვლევების საფუძველზე ის აჩვენებს, ეკონომიკური ასპექტების მიღმა სოციალური, პოლიტიკური და მორალური ცნებები „სახლი“ და „შინ“ როგორ აყალიბებს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას და ოჯახების საცხოვრებელ ტრაექტორიებს სოციალიზმის დროს და შემდეგ.
საშა როთი სოციალური ანთროპოლოგია. სადოქტორო ნაშრომი, რომელიც მარტინ ლუთერის ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში 2016 წელს დაიცვა, მან შეასრულა როგორც მაქს პლანკის ევრაზიის ანთროპოლოგიის, არქეოლოგიისა და ისტორიის კვლევითი ინსტიტუტის წევრმა. 2016-დან 2021 წლამდე საშა როთი იყო მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის სამაგისტრო სკოლის კოორდინატორი, სადაც ასოცირებული მკვლევარია. მისი აკადემიური ინტერესის სფეროებია (პოსტ)სოციალიზმი, ურბანული ანთროპოლოგია, საცხოვრებელი და არქიტექტურა, იდეოლოგიები და უტოპიები, ბიუროკრატია და სახელმწიფო, არაფორმალურობა, (ახალი) ნათესაობა და ინფრასტრუქტურა.
მოხსენება ზუმის პლატფორმაზე, სემინარის მუდმივ ბმულზე გაიმართება.
ინფორმაციისთვის მიმართეთ: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge