12 და 13 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სემინარი თემაზე „დაკვირვება მასობრივ მიგრაციაზე: დაძაბულობა და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში ახლად შექმნილ საზოგადოებებს შორის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ“.
სემინარი მიზნად ისახავდა დისკუსიას თემაზე, თუ რა გავლენას ახდენს ომის შემდგომი მიგრაცია საზოგადოებებზე, პოლიტიკასა და ადგილებზე, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და ცენტრალურ აზიაში.
ღონისძიება გაიხსნა ღია დისკუსიით თემაზე „რუსული მიგრაციის კვლევა საქართველოში: მიმდინარე კვლევები და სამომავლო კვლევების პერსპექტივები“. მოხსენებები წაიკითხეს გივი სილაგაძემ (კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი), ფლორიან მიულფრიდმა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და გიორგი ლომსაძემ (ევრაზიანეტი).
სემინარის საორგანიზაციო კომიტეტი: მარიამ დარჩიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ოლგა ბრონიკოვა (ILCEA4, გრენობლის უნივერსიტეტი), სოფია გავრილოვა (ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტი).
დეტალური ინფორმაცია ორდღიანი სემინარის შესახებ იხილეთ აქ.