8 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, ისტორიის, ანთროპოლოგიისა და სოციოლოგიის კვლევითი სემინარის ფარგლებში კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი სვიტლანა ბაბენკო გამართავს საჯარო ლექციას „ფემინურობა და გენდერული როლები უკრაინაში ტრანსფორმაციის 30 წლის განმავლობაში: წინააღმდეგობრივი ტენდენციები მშვიდობისა და ომის დროს“.

თემის მოკლე მიმოხილვა

მომხსენებელი შეეხება პოსტსაბჭოთა უკრაინაში გენდერული წესრიგის გარდაქმნას რედტრადიციონალიზებისა და ფემინიზმის ახალი ტალღის ტენდენციების ფონზე. განიხილავს ფემინურობის შესახებ წარმოდგენების, ფემინისტური მოძრაობისა და გენდერული როლების რეტრადიციონალიზების წინააღმდეგობებსა და მრავალფეროვნებას, რასაც მოჰყვება სოციოლოგიური რეფლექსია ქალების როლის შესახებ უკრაინაში რუსეთის ომში საზოგადოების მედეგობაში.

მომხსენებლის შესახებ

სვიტლანა ბაბენკო,სოციოლოგიის დოქტორი, კიევის ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის დოცენტი, სოციოლოგიის ფაკულტეტის სოციალური სტრუქტურებისა და სოციალური ურთიერთობების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და გენდერის კვლევის ერთობლივი (ლუნდის უნივერსიტეტთან) სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია.

2022 წლის მაისიდან სექტემბრამდე იყო ლუნდის უნივერსიტეტის გენდერის კვლევისა და სოციოლოგიის დეპარტამენტების მიწვეული მკვლევარი პროექტით „უნივერსიტეტის მასწავლებელთა მედეგობა: გენდერის გამოცდილება

უკრაინაში საუნივერსიტეტო სწავლებაში ციფრული შემოტრიალების პირობებში კოვიდ პანდემიისა და რუსეთის ომის დროს“. ამჟამად მალმოს უნივერსიტეტის მიგრაციის, მრავალფეროვნებისა და კეთილდღეობის კვლევის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის კვლევის დეპარტამენტის მკვლევარია. არის უკრაინის სოციოლოგიის ასოციაციის კიევის სექციის ხელმძღვანელი.

ლექცია ტარდება პროექტის „ციფრული შესაძლებლობების განვითარება გენდერის კვლევაში სწავლებისა და სწავლის ინტერნაციონალიზებისთვის“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს შვედეთის ინსტიტუტი.

პროექტის მიზანია თანამშრომლობის განვითარება და/ან დაწყება ლუნდის უნივერსიტეტს, ტარას შევჩენკოს კიევის ნაციონალურ უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გენდერის კვლევის სწავლებისა და კვლევის მიმართულებით, აგრეთვე „შინ ინტერნაციონალიზების“, კერძოდ, ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით ვირტუალური აკადემიური გაცვლების პრაქტიკის, დანერგვა.

სამუშაო ენა: ინგლისური

ფორმატი: დისტანციური

ლექციაზე დასასწრებად მიჰყევით ზუმის ბმულს:https://bit.ly/3uqNJcr

Meeting ID: 857 3054 9451

Passcode: 539830

2022

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია