სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში.
27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ნინო აივაზიშვილი-გენე გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: „რატომ არის რთული მოქალაქეობის საკითხების შესწავლა აზერბაიჯანში? სოციალურ-ანთროპოლოგიური კვლევის გამოცდილება სასაზღვრო ზონაში“.
მომხსენებელი
ნინო აივაზიშვილი-გენე, ლექტორი, ბოხუმის უნივერსიტეტი, სოციალური ფსიქოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის განყოფილება (კვლევითი ინტერესები: მოქალაქეობა, უმცირესობები, საზღვრის ანთროპოლოგია, კავკასია, აზერბაიჯანი, საქართველო)
დრო: 27 ოქტომბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდზე.