2024 წლის 26 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინპლატფორმა Zoom საშუალებით უფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) სამედიცინო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ცენტრის სამედიცინო ანთროპოლოგიის პოსტდოქტორანტი მირკო პასკვინი გამართავს პრეზენტაციას თემაზე „დამოკიდებულება ნდობის გარეშე: უნდობლობის ფაქტორი რისკის მართვისას იტალიის გადაუდებელი დახმარების სამსახურში“.
შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე და გაგრძელდება საათ-ნახევარი.
https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/89587707329
Meeting-ID: 895 8770 7329
მოხსენების საკითხები:
დღითიდღე როგორ იკიდებს ფეხს უნდობლობა ჯანდაცვის სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით;
უნდობლობა, როგორც ურთიერთობის ფორმა, და ტრიაჟის (პაციენტების მდგომარეობის შეფასების საფუძველზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის უპირატესი საჭიროების დადგენა) პროცესში პრიორიტეტების განმსაზღვრელი დამოუკიდებელი ფაქტორი, რომელიც თითქმის შეუსწავლელია.
საკითხები განხილული იქნება ეთნოგრაფიული/კულტურის პერსპექტივიდან იტალიის გადაუდებელი დახმარების სამსახურის მაგალითის მიხედვით, სადაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კონფლიქტურმა სიტუაციებმა საგრძნობლად მოიმატა.
მომხსენებლის მოკლე ბიოგრაფია
მირკო პასკვინი, PhD, ამჟამად უფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) სამედიცინო ჰუმანიტარიის ცენტრის პოსტსადოქტორო საფეხურის მკვლევარია სამედიცინო ანთროპოლოგიის მიმართულებით. მისმა მიმდინარე კვლევითმა პროექტმა „უნდობლობა პრაქტიკაში: უნდობლობის ეთნოგრაფია ზოგადი მედიცინის პრაქტიკაში კოვიდ-19-ის შემდგომ პერიოდში“ მიიღო შვედეთის კვლევების საბჭოს სამწლიანი საერთაშორისო გრანტი, ხოლო 2021 წელს მისი სადოქტორო ნაშრომი „გადაუდებელი მდგომარეობის დადგენის პერიპეტიები: ყურადღების ეკონომიის პრაქტიკები იტალიის გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში“, როგორც გამორჩეული დისერტაცია, უფსალის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულმა სამეფო საზოგადოებამ დააჯილდოვა ყოველწლიური ვესტინსკის პრიზით (Westinska Prize).
2024