სტატია ეხება კაპიტალისტური განვითარების თავისებურებას საქართველოს სიდიდით მეოთხე ქალაქში – ქუთაისში და გვთავაზობს ავტორის დაკვირვებებს ქალაქის უთანასწორო განვითარებაზე, შრომით მიგრაციასა და ტურიზმზე. სტატია სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო კვლევის ფარგლებში მომზადდა და მისი მთავარი მიზანია, ქუთაისის აეროპორტის მაგალითზე გააანალიზოს ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა, პერიფერიულობა და განვითარების ლიმიტები.