წინამდებარე ტექსტი ეხება სომხეთში მამაკაცების სეზონური შრომითი მიგრაციის პირობებში ოჯახებს შიგნით შრომისა და ძალაუფლების გენდერულ გადანაწილებათა ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს. ავტორის მიზანია ამ ტექსტის საშუალებით თავი მოუყაროს, ერთი მხრივ, კვლევებზე დაფუძნებულ ცოდნას, რაც მიგრაციისა და გენდერული ურთიერთმიმართებებზე არსებობს, მათ შორის, სომხეთის მაგალითზეც, მეორე მხრივ, გამოიკვეთოს ის ზოგადი თეორიული ჩარჩო, რომლის პერსპექტივიდანაც შესაძლებელია ამ ცოდნის ანალიზი.