თამთა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტი, და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიანტია.
პოდკასტში ვსაუბრობთ თამთას კვლევაზე, რომელიც სომხეთის მაგალითზე სწავლობს მიგრაციის და გენდერული ურთიერთობების კავშირებს, აღწერს რა პატრიარქალურ გარემოს სომხეთის იმ რეგიონებში, სადაც მამაკაცების დიდი ნაწილი მიგრაციულ შრომაშია ჩართული.