ქეთევანი 2022 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიანტი. იგი თავისი სადოქტორო კვლევის ფარგლებში ფართოდ სწავლობს თმის მნიშვნელობას გენდერული, კულტურული თუ ეკონომიკური კუთხით და კონცენტრირდება გარეგნობის გარდაქმნის პრაქტიკებზე, რომლებიც ქალთა ცხოვრებაში თმის ცვენასთან ერთად ჩნდება.