სტატია შეეხება რიონის ხეობის პროტესტის კონტექსტში ახალი პოლიტიკური მოქალაქეობის დაბადების და თვითშექმნის პოტენციალებს. აღნიშნულისთვის, სტატიის ფოკუსში ექცევა მხოლოდ ის ზოგადი მულტიდისციპლინური ლიტერატურა, რომელიც ადგილობრივ პროტესტებს მოქალაქეობისა და სამართალსუბიექტურობის გადაკვეთაზე ხედავს და იძლევა შესაძლებლობას, მეტად სიღრმისეულად დავინახოთ ადგილობრივად ამოზრდილ წინააღმდეგობათა მნიშვნელობები და გავლენები.