თანამედროვე აეროპორტების ეთნოგრაფია ავტორი დათო ლაღიძე

ქუთაისის აეროპორტში ერთერთი სტუმრობისას გამიჩნდა კითხვა, თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი ამ სივრცის კვლევა, რადგან აეროპორტები გარკვეულწილად ახალი საკვლევი ადგილებია და ამ მიმართულებით აკადემიური კვლევების შესახებ არ მსმენოდა. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური ნაშრომები აეროპორტების შესახებ მცირეა, გარკვეული კვლევები ამ მიმართულებით არსებობს. ბრენდა ჩალფინმა გამოიკვლია პერიფერიული აეროპორტი განაში (Chalfin 2008). ის შეეცადა ეჩვენებინა, თუ როგორ იყო კონტროლის სისტემები დაფუძნებული რასობრივ მახასიათებელზე. ასევე, საინტერესოა მითილეშ კუმარის კვლევა ინდოეთში, ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ. ის ცდილობს აჩვენოს, თუ როგორ არის დატვირთული დელის აეროპორტი პოლიტიკური ისტორიებით (Kumar, 2017). აეროპორტები გლობალიზაციის ფონზე ერთერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად იქცა, ქვეყნის განვითარებასთან განსაკუთრებული მიმართება აქვთ საქართველოს აეროპორტებსაც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აეროპორტები ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების ანარეკლია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კი, თავისი ჰიპერმოდერნული არქიტექტურით, ერთერთი ყველაზე გამორჩეული შენობაა დასავლეთ საქართველოში. ერთი მხრივ, ეს ჰიპერმოდერნულობა მკვეთრ კონტრასტშია იმ ხალხის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობასთან, რომელიც ამ აეროპორტით სარგებლობს. მეორე მხრივ, ტურისტებისთვის, ეს არის სიმბოლური განცხადება საქართველოს განვითარების შეუქცევადობის თაობაზე. აეროპორტი გარკვეულწილად არის რეპრეზენტაცია საქართველოს ნეოლიბერალური განვითარების, სადაც განვითარების შედეგად შექმნილი მატერიალური ადგილები გამონაკლისის წესით არსებობს. სწორედ ეს გახდა ის საწყისი იმპულსი, რამაც მიბიძგა, შემესწავლა ქვეყნის ნეოლიბერალური განვითარების მთავარი ღერძები, მეპოვა პასუხები კითხვებზე, თუ როგორ მოიხმარენ, მუშაობენ და ხედავენ ადამიანები ამ სივრცეს

იხილეთ სრული სტატია

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია