პროექტი „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა“ (დაფინანსებული რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ) და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა 25 თებერვალს, 17:00 საათზე, გიწვევთ მორიგ კვლევით სემინარზე. მედინე რასიმგილი წაიკითხავს მოხსენებას „თბილისი როგორც იმპერიული მოდერნიზაციის მაგალითი“.

მომხსენებელი მედინე რასიმგილი სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ისტორიის პროგრამის დოქტორანტია. მისი კვლევა ეხება მე-19 საუკუნის იმპერიების მოდერნიზაციის პროცესებს, განსაკუთრებით რუსეთის იმპერიულ არქიტექტურასა და ურბანიზმს.

შეხვედრა ზუმის პლატფორმაზე გაიმართება.

ინფორმაციისთვის მიმართეთ:ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია