31 მარტს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის კვლევითი სემინარის ფარგლებში პროფესორი ვლად ნაუმესკუ წაიკითხავს ონლაინმოხსენებას The post“ in perspective: global reconfigurations of law, politics and religion „პოსტი“ სხვადასხვა თვალთახედვიდან: სამართლის, პოლიტიკისა და რელიგიის გლობალური რეკონფიგურაციები“.

მოხსენების შესახებ

ვლად ნაუმესკუ მიმოიხილავს კვლევებს მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის შესახებ პოსტსოციალისტურ და პოსტკოლონიურ კონტექსტში , სადაც კანონი და რელიგია ისე გამსჭვალავს ერთმანეთს, რომ რიტუალები უფლებებად იქცევა.

ამგვარი კვლევები რელიგიური გარდაქმნების უკეთ გააზრების გარდა, გვეხმარება სხვადასხვა მიდგომების „პოსტებს შორის“ ეთნოგრაფიულ ანალიზში.

მომხსენებლის შესახებ

ვლად ნაუმესკუ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მან ფართო საველე სამუშაოები აწარმოვა უკრაინაში, რუმინეთსა და სამხრეთ ინდოეთის სხვადასხვა აღმოსავლურ ქრისტიანულ თემში, სადაც სწავლობდა პრაქტიკას, ინსტიტუტებსა და პოლიტიკას, რომლებიც ადგილობრივ ტრადიციებს აყალიბებენ.

ფორმატი: ონლაინლექცია

Join Zoom Meeting https://bit.ly/41Xtxyq
Meeting ID: 857 3054 9451
Passcode: 539830

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 31 მარტი, 17:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია