13 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გაიმართება online კვლევითი სემინარი ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე” ფარგლებში.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ბადრი ოყუჯავა წარადგენს პროექტს „წასულიხალხიდადარჩენილისახლები: დავიწყებულიდადამახსოვრებულიგერმანულინაშთებისაქართველოში“.
წარმოდგენილი პროექტის ფოკუსში მოქცეულია თბილისში მცხოვრები გერმანული უმცირესობათა ჯგუფი (შვაბები), რომლებიც ქალაქსა და მის შემოგარენში ცხოვრობდნენ მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან 1941 წლის ნოემბრის თვემდე. პროექტის ძირითადი ნაწილი მოიცავს გერმანელთა დეპორტაციის ტოპოგრაფიას.
ტოპოგრაფიის ფარგლებში თბილისის რუკაზე 400-ზე მეტი საცხოვრებელი ობიექტი იქნა დატანილი შესაბამისი ფოტოებითა და იქ მცხოვრები გერმანელთა სახელებით.
პრეზენტაცია გაიმართება ონლაინ, ზუმის პლატფორმაზე. პრეზენტაცია იქნება ქართულად.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 13 ოქტომბერი, 19:00 საათი
მოგვწერეთ: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge ან გამოიყენეთ სემინარის მუდმივი ბმული.
2022 წელი