2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები ზეპირი გამოცდის განრიგი საიდენტიფიკაციო კოდების მიხედვით იხილეთ აქ.
ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2022 წლის 6 სექტემბერს დისტანციურად პროგრამა Zoom-ის გამოყენებით. ზეპირი გამოცდის დროს დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ათწუთიანი PP-პრეზენტაცია მის მიერ წარდგენილი სადოქტორო საკვლევი პროექტის შესახებ. გასაუბრების დროს პრეზენტაცია დოქტორანტმა უნდა გააზიაროს პროგრამა Zoom-ში. გამოცდაზე დასასწრები ბმული გაეგზავნება დოქტორანტობის კანდიდატს ინდივიდუალურად სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ბმულზე გადასვლის შემდეგ, დოქტორანტობის კანდიდატი შეიძლება მოხვდეს მოსაცდელ ოთახში და განრიგის მიხედვით დაიშვება გამოცდაზე.
ზეპირ გამოცდაზე დოქტორანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზეპირი გამოცდის მოთხოვნებს.
ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ.
ის კანდიდატი, რომელიც ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კონკურსს გამოეთიშება.
პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 8 სექტემბერს.
გისურვებთ წარმატებებს!
2022 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
მარიამ მარდალეიშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge