კვლევითი სემინარი: „სამეზობლოს“ ანთროპოლოგიური კვლევა

20 ნოემბერს, 17:00 საათზე, პროექტი „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა გიწვევთ მორიგ კვლევით სემინარზე. სემინარზე ანთროპოლოგი სუზანე ფელინგსი ისაუბრებს თემაზე „სამეზობლოს“ ანთროპოლოგიური კვლევა, “The Neighbourhood” in Anthropological Research. მომხსენებლის შესახებსუზანე ფელინგსი სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია ფრანკფურტის ფრობენიუსის ინსტიტუტში. მისი კვლევის არეალი მოიცავს ცენტრალურ აზიას, კავკასიასა და ყირიმს. კვლევითი ინტერესებია: ურბანული ანთროპოლოგია, ეკონომიკური […]
შთამაგონებელი ლექციების ციკლი ანთროპოლოგიაში

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. ლექციების ციკლი დაეთმობა საველე ეთნოგრაფიული კვლევის განსხვავებულ გამოცდილებას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან და ამ გამოცდილებათა უნიკალურ ინტერპრეტაციებსა და პერსპექტივებს. მონაწილეები საკუთარ საველე კვლევის გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: რას ნიშნავს ეთნოგრაფობა დღეს, როგორ ჩავატაროთ საველე კვლევა განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებსა და რეგიონებში და რა უპირატესობა […]
მარიამ შალვაშვილმა და დათო ლაღიძემ ჰაინრიჰ ბიოლის სახელობის სადოქტორო სტიპენდიები მოიპოვეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა – მარიამ შალვაშვილმა და დათო ლაღიძემ ჰაინრიჰ ბიოლის სახელობის Heinrich-Böll-Stiftung South Caucasus სადოქტორო სტიპენდიები მოიპოვეს.ისინი სადოქტორო საფეხურზე სწავლის დროს იმუშავებენ კვლევებზე, რომელთა მიზანი პოსტსაბჭოთა საქართველოში უნდობლობისა და ინფრასტრუქტურის შესწავლაა. მარიამ შალვაშვილის კვლევა მიზნად ისახავს მოქალაქეობის ფორმირების პროცესში კონსპირაციული თეორიებისა და ეჭვების მნიშვნელობის ადგილის დანახვას: ერთი მხრივ, […]
ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სტიპენდია სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონი, 2020 წლის შემოდგომიდან დააფინანსებს სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაში შერჩეულ ორ დოქტორანტს. ფონდი დოქტორანტს სამი წლის განმავლობაში თვიურად 400 ევროს ოდენობის სტიპენდიას გადასცემს. სტიპენდიის შესახებ გადაწყვეტილება გვიან შემოდგომაზე გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ფონდი პროგრამაში ჩარიცხული დოქტორანტების განაცხადებს განიხილავს და კანდიდატებს შეარჩევს.
გამოცხადდა მიღება სადოქტორო პროგრამაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე. ვაკანტური ადგილი: 4 სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის აღწერა იხილეთ აქ. პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2020 წლის 27 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, 18:00 საათამდე, ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა ატვირთონ შემდეგ მისამართზე. […]
სუროგაცია როგორც ქსელური ფენომენი

ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის პროფესორებმა ელენე გავაშელიშვილმა, მარიამ დარჩიაშვილმა და ქეთევან გურჩიანმა მიიღეს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი პროექტისთვის “სუროგაცია როგორც ქსელური ფენომენი: საკვანძო აქტორებისა და მათი ურთიერთმიმართების შესწავლა”. კვლევის ხელმძღვანელია ელენე გავაშელიშვილი, კვლევის კოორდინატორი ნინო რჩეულიშვილი, ხოლო კვლევის მონაწილეები მარიამ დარჩიაშვილი და ქეთევან გურჩიანი. კვლევის ხანგრძლივობაა 2020-2023.
თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე

ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის პროფესორებმა ქეთევან გურჩიანმა და თამთა ხალვაშმა მიიღეს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი პროექტისთვის, “თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე”. კვლევის ხელმძღვანელია ქეთევან გურჩიანი, კვლევის კოორდინატორი ია კუპატაძე, ხოლო პროექტის მკვლევრები არიან თამთა ხალვაში და პოლ მენინგი). კვლევის ხანგრძლივობაა 2020-2023.