სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა, დოქტორანტი

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

კვება და კულინარია: გემოები და რიტუალები; ქალაქი, როგორც გაზიარების, გადაკვეთის, თავგადასავლის, ობზერვაციის სივრცე; ბუნებისა და ადამიანის კავშირი ეკოლოგიური კრიზისების ფონზე, მეხსიერების საკითხები, ბავშვთა აღზრდის, პიროვნული განვითარებისა და განათლების საკითხები, ძნელად მისაღწევი დასახლებები და მათი კავშირი გარესამყაროსთან.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელექტრონული ფოსტა: tamarbabuadze@gmail.com

ბიოგრაფია

თამარ ბაბუაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა 2002 წელს პრესის ჟურნალისტიკის მიმართულებით. სამაგისტრო შრომის დამუშავებისას იკვლევდა ემიგრანტულ (1921 წლის შემდეგ პერიოდში, ძირითადად, საფრანგეთში გამომავალი ქართულენოვან) გაზეთებში დაბეჭდილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახულ თემებს. მუშაობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში და, ამავდროულად, ინგლისური ენიდან თარგმნიდა მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს. სამი სემესტრის განმავლობაში ჯიპა-ს შესაბამისი მიმართულების მქონე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის მართავდა „შემოქმედებითი წერის“ სესიებს. 2015 წლიდან თამარ ბაბუაძის საქმიანობა მთლიანად უკავშირდება გამომცემლობა „ინდიგოს“. ბოლო დროს, თანარედაქტორებთან და ინდიგოს გუნდთან ერთად გამოსცემს ჟურნალის თემატურ ნომრებს, რაც ჩაღრმავების, მრავალი პერსპექტივით საკითხის აღქმის საშუალებას აძლევს. ჩართულია შინაარსის შექმნისა და დამუშავების პროცესში, როგორც ონლაინ, ისე ბეჭდური გამოცემისთვის.

 

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია