პროექტი „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა” და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა 2021 წლის 2 ივლისს, პარასკევს, 17:00 საათზე, გიწვევთ მორიგ კვლევით სემინარზე. ეველინა გამბინო წაიკითხავს მოხსენებას: „მტვერი მიმოქცევაში – საქართველოს ლოჯისტიკური მომავლის ფემინისტურ-მატერიალისტური კრიტიკა” (DUST IN CIRCULATION – A FEMINIST MATERIALIST CRITIQUE OF GEORGIA’S LOGISTICAL FUTURES).
ეველინა გამბინო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გეოგრაფიის განყოფილების მიწვეული პოსტ-დოქტორანტი მკვლევარია. მისი კვლევა ძირითადად ეხება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოში. ეველინა გამბინო ეთნოგრაფიული მიდგომით იკვლევს ფინანსური კაპიტალის მოძრაობას, შრომით ურთიერთობებს, ნარატივებს, მოლოდინსა და კონფლიქტებს, რომლებიც წარმოიქმნება საქართველოს ლოგისტიკური მომავლის ძირითადი ადგილების გარშემო.
მისი სტატიები გამოქვეყნებულია ისეთ ჟურნალებსა და ონლაინპუბლიკაციებში როგორებიცაა: Political Geography; Geopolitics; Work, Organisation, Labour, Globalisation; Scienza&Politica; Caucasus Analytical Digest; Il Giornale dell’Archiettura; Euronomade; Lo Squaderno; 1Tv: Georgian Public Broadcast; Into the Black Box, ასევე დუკის უნივერსიტეტის, ბოლონიის უნივერსიტეტისა და ვერკლაიტცის ფესტივალის მიერ გამოცემულ სტატიების კრებულებში.
სამუშაო ენა: ინგლისური
ფორმატი: დისტანციური პლატფორმა ზუმის გამოყენებით
ვისაც ბმული არ აქვს და მოხსენებაზე დასწრება აინტერესებს, გთხოვთ მიმართოთ ქეთევან გურჩიანს: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია