16 მაისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით გაიმართება კვლევითი სემინარი „არაფორმალური მმართველობა, დეევროპეიზაცია და პოლიტიკური პროტესტის დაბრუნება საქართველოში“.
მომხსენებელი ლიკა წულაძე მიმოიხილავს, როგორ იქცა საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი ფართო პოლიტიკური საპროტესტო ტალღის კონტექსტად, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, განათლების რეფორმა, გენდერული და უმცირესობათა უფლებები. განიხილავს 2012 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, არაფორმალური მმართველობის გამყარების და ქვეყნის დეევროპეიზაციის პარალელურად საპროტესტო მობილიზაციის ახალი ტალღების გაჩენას. მოხსენების შედარებით ანალიზში წარმოდგენილი იქნება პროტესტის პარალელები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან (უნგრეთი, პოლონეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და უკრაინა). სემინარი საინტერესო იქნება არა მხოლოდ ანთროპოლოგიის დარგის მკვლევრებისთვის, არამედ პოლიტიკის, სოციოლოგიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის შესწავლით დაინტერესებული აუდიტორიისთვისაც.
ლიკა წულაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორია. 2016 წლიდან არის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 16 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.