28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში ანთროპოლოგი ანდრეი ვაზიანაუ წაიკითხავს მოხსენებას: „ერთად დაბერება: მოხუცების სხეულებისა და ძველი მანქანების სიმბიოზი უკრაინის ქალაქში“.

მოხსენების შესახებ

ანდრეი ვაზიანაუ მოხსენებაში გააანალიზებს უკრაინელი ხანდაზმულების მგზავრობას ტრამვაითა და ტროლეიბუსით, როგორც სიმბიოზს ადამიანის სხეულებსა და ელექტრომანქანებს შორის.

მომხსენებლის შესახებ

ანდრეი ვაზიანაუ ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ლექტორი (ლიტვა) და მკვლევარია მინსკის ურბანულ პლატფორმაში (ლიტვა). ანდრეიმ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა სოციალურ ანთროპოლოგიაში რეგენსბურგის უნივერსიტეტში. მისი კვლევითი ინტერესები ორიენტირებულია ურბანულ ტრანსპორტზე, დროსა და მედიაზე. ანდრეი თავის ეთნოგრაფიაში ეყრდნობა მონაწილეობის პრაქტიკას, მათ შორის თანამშრომლობას აქტივისტებთან.

მისი საველე სამუშაო გამოცდილება მოიცავს უკრაინის დონეცკის რეგიონს 2011-2013 წლებში; რუმინეთს – 2015-2016 წწ. და ბელორუსიას – 2018-2021 წწ.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 28 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: აუდიტორია A103, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32

დასწრება თავისუფალია.

2022

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია