პროექტი „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთა“ (დაფინანსებული რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ) და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა 2022 წლის 11 თებერვალს, 17:00 საათზე, გიწვევთ მორიგ კვლევით სემინარზე, რომლის თემაა „ურბანული სივრცის გადააზრება სომხეთში“ (Re-thinking Urbanism in Armenia).
მომხსენებელი სარჰატ პეტროსიანი, რომელიც წარმოადგენს Re-thinking urbanism ჯგუფს სომხეთში (https://www.urbanlab.am/en/), ისაუბრებს დამოუკიდებელ ურბანულ ლაბორატორიაზე (think-do-share), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ურბანული ლანდშაფტის დემოკრატიზაციას მდგრადი განვითარების მიმართულებით, ასევე მათ მიერ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტსა და პროექტ „გაგარინზე“, რომელიც შესრულდა ურბანლაბორატორიიისა და ერთ-ერთი წამყვანი ჰოლანდიური სახელოსნოს [არქიტექტურა და ურბანული განვითარება] თანამშრომლობით – MVRDV (https://www.mvrdv.nl/themes/1/architecture)
სარჰატ პეტროსიანმა დაამთავრა სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (M.S. & PhD). 2004-2017 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და დეკანი ურბანული დაგეგმარების მიმართულებით. 2011 წელს მან ერევანში ჩამოაყალიბა ურბანლაბი, ურბანული think-do-share ლაბორატორია. 2018 წელს დაინიშნა სომხეთის კადასტრის კომისიის დირექტორად.
სარჰატ პეტროსიანი მრავალი პუბლიკაციის ავტორია ურბანული დაგეგმარებისა და პოლიტიკის მიმართულებით.
2016 წელს იყო სომხეთის ნაციონალური პავილიონის კურატორი ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე.
ვისაც დასწრება აინტერესებს და ბმული არა აქვს, გთხოვთ მიმართოთ ქეთევან გურჩიანს: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge
შეხვედრა ზუმის პლატფორმაზე გაიმართება.