ფილოსოფიის დოქტორ დარია ვოლკოვას ლექცია „ურბანული გამწვანება: მოვლისა და ფუნქციურობის სპექტრი აქტაუში, ყაზახეთი“

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრი ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამასთან ერთად იწყებს 2026-2027 წლების სემინარების სერიას. 13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ფილოსოფიის დოქტორი დარია ვოლკოვა ონლაინ წაიკითხავს პირველ საჯარო ლექციას: „ურბანული გამწვანება: მოვლისა და ფუნქციურობის სპექტრი აქტაუში, ყაზახეთი“. რა ფუნქციებს ვანიჭებთ ურბანულ ბუნებას და როგორ ვუვლით მას? – ნაშრომი ამ კითხვებს ეძღვნება და ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მაგალითს […]
დოქტორ ვერონიკა ზმიევსკის წიგნის „ქართველი ქალები გზად – მიგრაცია საბერძნეთში კრიზისის პერიოდში“ წარდგენა

30 ივნისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დოქტორი ვერონიკა ზმიევსკი წარადგენს წიგნს „ქართველი ქალები გზად – მიგრაცია საბერძნეთში კრიზისის პერიოდში“ პრეზენტაცია. ავტორი იკვლევს ქართველი ქალების მიგრაციას საბერძნეთში 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან 2016 წლამდე. თესალონიკში 2015 წელს და საქართველოში 2016 წელს ჩატარებული ეთნოგრაფიული კვლევის საფუძველზე წიგნი განათლება მიღებული ქართველი ქალების ცხოვრებისეულ გზებს განიხილავს ორი ურთიერთდაკავშირებული კრიზისის, […]
პროფესორ კრისტინა შვენკელის წიგნის „ხმოვანი სოციალიზმი: კრიზისი და ზრუნვა პანდემიურ ჰანოიში“ პრეზენტაცია

16 ივნისს, 17:00 საათზე, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი კრისტინა შვენკელი ანთროპოლოგიის სემინარების სერიის ფარგლებში ონლაინ გამართავს თავისი წიგნის „ხმოვანი სოციალიზმი: კრიზისი და ზრუნვა პანდემიურ ჰანოიში“ პრეზენტაციას. წიგნში ყურადღება გამახვილებულია ურბანული კრიზისების სენსორულ განზომილებებზე, განსაკუთრებით კი იმაზე, როგორ აღიქმება ისინი ხმოვანი რღვევების მეშვეობით. 2020 წლის დასაწყისში ვიეტნამში COVID-19-ის გავრცელების დროს მთავრობა ქუჩის კუთხეებში დამონტაჟებული გამაძლიერებლებიდან გადასცემდა ინსტრუქციებს, […]
მკვლევარ თინათინ ხომერიკის ონლაინლექცია „უსამშობლოები: სიმბოლური მიუსაფრობა საქართველოში ეპისტემური კრიზისის კვალდაკვალ”

9 ივნისს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით მკვლევარი თინათინ ხომერიკი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „უსამშობლოები: სიმბოლური მიუსაფრობა საქართველოში ეპისტემური კრიზისის კვალდაკვალ”. 2023 წელს საქართველოში კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღებას კვლავ პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა. თუმცა, ეს კრიზისი არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ამავე დროს ეპისტემურიცაა. წინანდელი […]
ანთროპოლოგ გიორგი ჭეიშვილის ონლაინლექცია „უცნაური ნაშთები: ნანგრევები და მიკუთვნებულობა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში“

2 ივნისს , 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით მკვლევარი გიორგი ჭეიშვილი ონლაინ წაიკითხავს საჯარო ლექციას „უცნაური ნაშთები: ნანგრევები და მიკუთვნებულობა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში“. ანთროპოლოგიური კვლევები განიხილავს ნანგრევებს როგორც ხიდს, რომელიც ადამიანებს აკავშირებს კონკრეტულ ისტორიულ ეპოქასთან ან კონკრეტულ არმყოფ „სხვასთან“. მაგრამ რა ხდება, როცა ვერც ის […]
წიგნის „სამხრეთ საბჭოთა ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე“ პრეზენტაცია და შეხვედრა ავტორთან, მკვლევარ დევიდ ლეუპოლდთან

19 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით გაიმართება დევიდ ლეუპოლდის წიგნის „სამხრეთ საბჭოთა ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე: ურბანული მომავალი და მათი შემდგომი ცხოვრება“ (The Death and Life of Southern Soviet Cities: Urban Futures and Their Afterlives) პრეზენტაცია. რას ნიშნავს ცხოვრება ქალაქებში, […]
დოქტორ ნინო აივაზიშვილ-გენეს მოხსენება „საბჭოთა კულტურულობის კონცეფცია პოსტსოციალისტურ და პოსტმიგრაციულ კონტექსტში“

5 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით დოქტორი ნინო აივაზიშვილი-გენე ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „საბჭოთა კულტურულობის კონცეფცია პოსტსოციალისტურ და პოსტმიგრაციულ კონტექსტში“. კვლევა ეხება პოსტსოციალისტურ და ემიგრაციულ გარემოში სუბიექტური აღქმების ჩამოყალიბებას. მომხსენებელი მიმოიხილავს, როგორ გარდაიქმნება სოციალისტური გამოცდილება და საზოგადოებრივი ღირებულებები ახალ კონტექსტში. ლექციაზე განხილული იქნება გერმანიაში […]
დოქტორანტ ბენჯამინ არენსტაინის საჯარო მოხსენება „პოეზიის კითხვასა და კითხვის პოეზიაზე: ლენინგრადისა და ლიეტუვის საბჭოთა ებრაული იატაკქვეშეთის ლიტერატურული ცხოვრება“

28 აპრილს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით ჩიკაგოს უნივერსიტეტის დოქტორანტი ბენჯამინ არენსტაინი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „პოეზიის კითხვასა და კითხვის პოეზიაზე: ლენინგრადისა და ლიეტუვის საბჭოთა ებრაული იატაკქვეშეთის ლიტერატურული ცხოვრება“. მომხსენებელი განიხილავს პოეზიის პოლიტიკურ მნიშვნელობას ებრაელი იატაკქვეშა აქტივისტებისთვის 1980-იანი წლების ლენინგრადსა და ლიეტუვაში. […]
ვორკშოპი „პროტესტის აფექტი: საქართველოს ანტიავტორიტარული წინააღმდეგობა და ბრძოლა დემოკრატიისთვის“

7 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ვორკშოპი „პროტესტის აფექტი: საქართველოს ანტიავტორიტარული წინააღმდეგობა და ბრძოლა დემოკრატიისთვის“. ღონისძიებამ თავი მოუყარა ადგილობრივ და საერთაშორისო მკვლევრებს, რათა განეხილათ საქართველოში მიმდინარე პროტესტების აფექტური განზომილებები. მონაწილეებს შორის იყვნენ გორქემ აიდემირ-კუნდაქჩი (KU Leuven), მარტინ დემანტ ფრედერიქსენი (ორჰუსის უნივერსიტეტი), კატრინე ბენდტსენ გოტფრედსენი (მალმოს უნივერსიტეტი), სტივენ ჯონსი (ჰარვარდის უნივერსიტეტი), მარიამ კალანდაძე (LSE), […]
დოქტორ თეა ქამუშაძის მოხსენება „დადუმებული ბავშვობა: სოციალიზაცია, ძალაუფლება და პოსტკოლონიალური რეფლექსია ქართულ საბჭოთა ეთნოგრაფიაში“

14 აპრილს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით დოქტორი თეა ქამუშაძე წაიკითხავს მოხსენებას „დადუმებული ბავშვობა: “სოციალიზაცია, ძალაუფლება და პოსტკოლონიალური რეფლექსია ქართულ საბჭოთა ეთნოგრაფიაში “. მოხსენების შესახებ ნაშრომი განიხილავს, როგორ იყო წარმოდგენილი ბავშვობა ქართულ საბჭოთა ეთნოგრაფიაში. იგი აჩვენებს, რომ ბავშვების ხმა და განსაკუთრებით […]