საჯარო ლექცია: „სხეულებრივი მიდგომა შერიგებისა და მშვიდობის აღდგენის კვლევებში“

13 მაისს, პარასკევს, 17:00 საათზე, კვლევითი სემინარების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში მკვლევარი ელის ფერონი ისაუბრებს თემაზე, სხეულებრივი მიდგომა შერიგებისა და მშვიდობის აღდგენის კვლევებში. კონფლიქტი და ომი, არსებითად, ფიზიკური გამოცდილებაა. ასეთ დროს ადამიანის სხეული მთავარ ადგილს იკავებს და მასზე, როგორც ბრძოლის არეალზე, იკვეთება პოლიტიკური ძალადობის განზრახვა და შედეგი ხშირად პირდაპირი მნიშვნელობით. ომისა და კონფლიქტის […]

„გადარჩენა“ პოსტსადოქტორო აკადემიაში: საკვლევი გეგმა, საპროექტო წინადადება და პუბლიკაცია

21 აპრილს,  17:00 საათზე, მკვლევარი მეთიუ ბლექბერნი სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის გამართავს შეხვედრას თემაზე: „გადარჩენა“ პოსტსადოქტორო აკადემიაში: საკვლევი გეგმა, საპროექტო წინადადება და პუბლიკაცია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტურის სტუდენტები დგანან, იმაში მდგომარეობს, რომ ერთი მხრივ, მათ მნიშვნელოვანი და ორიგინალური კვლევის განხორციელება უწევთ, მეორე მხრივ კი – პოსტსადოქტორო კარიერის […]

ლელა რეხვიაშვილის მოხსენება „დავა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი ცივი ომის პირობებში“

25 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით გიწვევთ ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევრის, ლელა რეხვიაშვილის მოხსენებაზე „დავა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი „ცივი ომის“ პირობებში“. ლელა რეხვიაშვილი ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიისა და რეგიონული გეოგრაფიის მკვლევარია. იკვლევს მარკეტიზაციასა და განვითარების პოლიტიკას, ურბანული და რეგიონული ინფრასტრუქტურების […]

„თბილისი როგორც იმპერიული მოდერნიზაციის მაგალითი“

პროექტი „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა“ (დაფინანსებული რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ) და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა 25 თებერვალს, 17:00 საათზე, გიწვევთ მორიგ კვლევით სემინარზე. მედინე რასიმგილი წაიკითხავს მოხსენებას „თბილისი როგორც იმპერიული მოდერნიზაციის მაგალითი“. მომხსენებელი მედინე რასიმგილი სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ისტორიის პროგრამის დოქტორანტია. მისი კვლევა ეხება მე-19 საუკუნის იმპერიების მოდერნიზაციის პროცესებს, განსაკუთრებით რუსეთის იმპერიულ არქიტექტურასა და ურბანიზმს. […]

„ხეების ატმოსფერო: მოჩვენებითი ტკივილი და ტაშკენტის ურბანული ბუნების ტრანსფორმაცია“

18 თებერვალს, 17:00 საათზე (თბილისის დროით) პროექტი „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთა“ (დაფინანსებული რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ) და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა გიწვევთ ნიკოლაოს ოლმას (Leibniz-Zentrum Moderner Orient, ბერლინი) მოხსენებაზე „ხეების ატმოსფერო: მოჩვენებითი ტკივილი და ტაშკენტის ურბანული ბუნების ტრანსფორმაცია“. მოხსენების მოკლე აღწერა  იხ. აქ (ინგლისურად) ნიკოლაოს ოლმა პოსტდოქტორანტი მკვლევარია Leibniz-Zentrum Moderner Orient-ში, ბერლინში და ლექტორი ჰალე-ვიტენბერგის მარტინ […]

„თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთა“

პროექტი „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთა“ (დაფინანსებული რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ) და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა 2022 წლის 11 თებერვალს, 17:00 საათზე, გიწვევთ მორიგ კვლევით სემინარზე, რომლის თემაა „ურბანული სივრცის გადააზრება სომხეთში“ (Re-thinking Urbanism in Armenia). მომხსენებელი სარჰატ პეტროსიანი, რომელიც წარმოადგენს Re-thinking urbanism ჯგუფს სომხეთში (https://www.urbanlab.am/en/), ისაუბრებს დამოუკიდებელ ურბანულ ლაბორატორიაზე (think-do-share), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ურბანული ლანდშაფტის […]

რეპრეზენტაციის პოლიტიკა: საცხოვრებელი, ოჯახი და სახელმწიფო ბაქოში

პროექტი „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა“ (დაფინანსებული რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ) და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა 28 იანვარს, 17:00 საათზე, გიწვევთ მორიგ კვლევით სემინარზე. შეხვედრა ზუმის პლატფორმაზე გაიმართება. მაქს პლანკის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი საშა როთი წარმოადგენს თავის კვლევას: „რეპრეზენტაციის პოლიტიკა: საცხოვრებელი, ოჯახი და სახელმწიფო ბაქოში“. მომხსენებელი გაგაცნობთ ახლახან გამოსული მონოგრაფიის მონახაზს, რომელიც ამოსავალ წერტილად იღებს ისეთ ნაკლებად […]

ონლაინსემინარი: ფონიჭალა – უბანი, სადაც თბილისი მთავრდება

17 დეკემბერს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული ასამბლეა“ და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა გიწვევთ შეხვედრაზე თათია დვალთან, გენდერის კვლევების მაგისტრანტთან, პარიზ 8-ის უნივერსიტეტში. თემა: ფონიჭალა – უბანი, სადაც თბილისი მთავრდება „როგორ მივიდე ფონიჭალამდე?“ – გუგლის საძიებელ ველში „ფონიჭალის“ ჩაწერისას ერთ-ერთი პირველი სწორედ ეს კითხვა გვხვდება, რომელზე პასუხიც […]

ონლაინსემინარი “საუბრები ნანგრევებზე: ურბანული შეხვედრები დანიის სოფლის პერიფერიაში“

3 დეკემბერს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „თბილისი, როგორც ურბანული ასამბლეა“ და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა გიწვევთ შეხვედრაზე ტრინ ბრინკმანთან, ანთროპოლოგიის დოქტორთან, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯის, სოციალური მუშაობის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორთან. თემა: “საუბრები ნანგრევებზე: ურბანული შეხვედრები დანიის სოფლის პერიფერიაში” ვრცელი ინფორმაცია ინგლისურად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3o07ZPV დრო: 3 დეკემბერი, 17:00 საათი ფორმატი: დისტანციური […]

პროექტი „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე”: კვლევითი სემინარი

პროექტი „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა” (დაფინანსებული რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ) და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა 29 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გიწვევთ მორიგ კვლევით სემინარზე. ნანო ზაზანაშვილი გაგვაცნობს ურბანული კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებულ რამდენიმე პროექტს/კვლევას. მოხსენებაზე დასასწრებად ბმულის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ქეთევან გურჩიანს მეილზე: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge ურბანული კვლევების ცენტრი, არასამეწარმეო არაკომერციული ორგანიზაცია, 2016 წელს დაფუძნდა თანამოაზრე ურბანისტებისა და არქიტექტორების […]

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია