„მრავალშრიანი სიახლოვე“ – მკვლევარ ნინო აივაზიშვილი-გენეს საჯარო ონლაინმოხსენება

17 თებერვალს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში მკვლევარი ნინო აივაზიშვილი-გენე გამართავს კვლევის „მრავალშრიანი სიახლოვე“ ონლაინპრეზენტაციას. კვლევის შესახებ ავტორს სურს მიგრაციის კვლევაში ახალი ცნების, „მრავალშრიანი სიახლოვის (“multiple intimacy”; multiple Vertrautheit) დამკვიდრება. კვლევა ერთგვარი ანალიზის მექანიზმია ემიგრანტების ტრანსნაციონალური და ტრანსლოკალური ცხოვრების სტილის ეფექტურად ასახვისთვის, რაც […]
საჯარო ლექცია „ფემინურობა და გენდერული როლები უკრაინაში ტრანსფორმაციის 30 წლის განმავლობაში: წინააღმდეგობრივი ტენდენციები მშვიდობისა და ომის დროს“

8 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, ისტორიის, ანთროპოლოგიისა და სოციოლოგიის კვლევითი სემინარის ფარგლებში კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი სვიტლანა ბაბენკო გამართავს საჯარო ლექციას „ფემინურობა და გენდერული როლები უკრაინაში ტრანსფორმაციის 30 წლის განმავლობაში: წინააღმდეგობრივი ტენდენციები მშვიდობისა და ომის დროს“. თემის მოკლე მიმოხილვა მომხსენებელი შეეხება პოსტსაბჭოთა უკრაინაში გენდერული წესრიგის გარდაქმნას რედტრადიციონალიზებისა […]
„გენდერული პროტესტი და გლოვა: თანამედროვე ფემინისტური პოლიტიკისა და მუსლიმანური სუვერენიტეტის აფექტური ადგილები“ – დოქტორ ინშა მალიკის მოხსენება

2 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევის პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე” ფარგლებში ილიაუნის მოწვეული მკვლევარი, დოქტორი ინშა მალიკის წაიკითხავს მოხსენებას „გენდერული პროტესტი და გლოვა: თანამედროვე ფემინისტური პოლიტიკისა და მუსლიმანური სუვერენიტეტის აფექტური ადგილები“. მომხსენებლის შესახებ დოქტორი ინშა მალიკი პოლიტიკის მეცნიერებისა და გენდერის კვლევის […]
მოხსენება „ერთად დაბერება: მოხუცების სხეულებისა და ძველი მანქანების სიმბიოზი უკრაინის ქალაქში“

28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში ანთროპოლოგი ანდრეი ვაზიანაუ წაიკითხავს მოხსენებას: „ერთად დაბერება: მოხუცების სხეულებისა და ძველი მანქანების სიმბიოზი უკრაინის ქალაქში“. მოხსენების შესახებ ანდრეი ვაზიანაუ მოხსენებაში გააანალიზებს უკრაინელი ხანდაზმულების მგზავრობას ტრამვაითა და ტროლეიბუსით, როგორც სიმბიოზს ადამიანის სხეულებსა და ელექტრომანქანებს შორის. მომხსენებლის შესახებ ანდრეი ვაზიანაუ ევროპის ჰუმანიტარული […]
DURABLE SOLUTIONS: CHALLENGES WITH IMPLEMENTING GLOBAL NORMS FOR INTERNALLY DISPLACED PERSONS IN GEORGIA – კაროლინ ფუნკეს წიგნის პრეზენტაცია

20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება მშვიდობისა და შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა (IFHV) და ბოხუმის რურის უნივერსიტეტის დოქტორის, კაროლინ ფუნკეს ინგლისურენოვანი წიგნის Durable Solutions: Challenges with Implementing Global Norms for Internally Displaced Persons in Georgia პრეზენტაცია. წიგნის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლისას (ადამიანის უფლებათა) ნორმები მთავარი თემაა. მიუხედავად ამისა, შედარებით მცირეა კვლევების რაოდენობა […]
„წასული ხალხი და დარჩენილი სახლები: დავიწყებული და დამახსოვრებული გერმანული ნაშთები საქართველოში“

13 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გაიმართება online კვლევითი სემინარი ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე” ფარგლებში. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ბადრი ოყუჯავა წარადგენს პროექტს „წასულიხალხიდადარჩენილისახლები: დავიწყებულიდადამახსოვრებულიგერმანულინაშთებისაქართველოში“. წარმოდგენილი პროექტის ფოკუსში მოქცეულია თბილისში მცხოვრები გერმანული უმცირესობათა ჯგუფი (შვაბები), რომლებიც ქალაქსა და მის შემოგარენში ცხოვრობდნენ მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან 1941 წლის […]
კვლევითი სემინარი „მეტაფორებსა და ონტოლოგიურ კავშირებს შორის: როგორ ზრუნავენ თურქი მიგრატები მცენარეებზე და როგორ ქმნიან საკუთარ სახლს გერმანიაში“

30 სექტემბერს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში ლაიბნიცის თანამედროვე აღმოსავლეთის ცენტრის მკვლევარი ჰილალ ალკანი ჩაატარებს online კვლევით სემინარს თემაზე „მეტაფორებსა და ონტოლოგიურ კავშირებს შორის: როგორ ზრუნავენ თურქი ემიგრატები მცენარეებზე და როგორ ქმნიან საკუთარ სახლს გერმანიაში“. მოხსენების შესახებ საუბარი ემყარება კვლევას, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა […]
მარუსია ფერის მოხსენება „კანონიერი ქურდი“, როგორც ამბივალენტური მორალური ჰორიზონტი ქართველი ტრანსნაციონალური ქურდებისთვის“

6 ივლისს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის კვლევითი სემინარების ფარგლებში მარუსია ფერი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „კანონიერი ქურდი“, როგორც ამბივალენტური მორალური ჰორიზონტი ქართველი ტრანსნაციონალური ქურდებისთვის“. მომხსენებლის შესახებ: მარუსია ფერი ანთროპოლოგია. მან დაიცვა დისერტაცია პარიზში, EHESS, 2018 წელს.მარუსია ფერი იკვლევდა ქალ ემიგრანტებს საქართველოდან. მისი კვლევა ეხებოდა გენდერული ურთიერთობების გადაწყობას მიგრაციის დროს და პოსტკრიზისულ სამყაროში მორალურ ეკონომიკას. მარუსია […]
თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა – პროფესორ ჯეფ საჰადეოს სემინარი „მეხსიერება, მნიშვნელობა: მტკვარი და საქართველოს სხვა დედამდინარეები“

10 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა“ (დაფინანსებული რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ) ფარგლებში გაიმართება პროფესორ ჯეფ საჰადეოს (კარლტონის უნივერსიტეტი, კანადა) სემინარი თემაზე: „მეხსიერება, მნიშვნელობა: მტკვარი და საქართველოს სხვა დედამდინარეები”. სემინარის შესახებ საქართველოში მდინარეები ადგილისა და იდენტობის მნიშვნელოვანი მარკერებია. კვლევის საწყის ეტაპზე ჩატარებულ ინტერვიუებში, რომელთა მთავარი მიზანი იყო საბჭოთა პერიოდში გარემოს […]
კვლევითი სემინარი: „კრიზისის მართვა – ქართველი მომვლელები თესალონიკში“

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა 20 მაისს, 5 საათზე (თბილისის დროით), გიწვევთ მორიგ კვლევით სემინარზე „კრიზისის მართვა – ქართველი მომვლელები თესალონიკში“. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ათასობით ქართველი ქალი შეეცადა საბერძნეთში მიგრაციის სარისკო პროექტის განხორციელებას. ადგილობრივ არაფორმალურ სექტორში მუშაობის გამო მიგრანტი მომვლელები ადამიანთა ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია კრიზისში მყოფ საბერძნეთში. ბავშვებზე, მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობის […]